ისტ.გამოყენება სასწავლო პროცესში
მეორე დონის ტრენინგი
Wednesday, March 15, 2017
ტრენინგის შეჯამება
ტრენინგზე ბევრი რამ ვისწავლე :1]ვისწავლე პოვენ პოიტში მუშაობა
2]ვისწავლე ბლოგზე მუშაობა 3]ვისწავლე პრეზენტაციის მომზადება
მაგრამ ბევრი რამ მინდა ვისწავლო კიდევ
დიდი მადლობა
Tuesday, March 14, 2017
Thursday, March 9, 2017
მეორე მოდულის შეჯამება
მეორე მოდულში ვისწავლე
პრეზენტაციისთვის მასალების მოძიება
შეფასების რუბრიკები
ბლოგის მისამართის შექმნა და გაგზავნა
სასწავლო პროექტი
სასწავლო პროექტი მათემატიკაში
1.პროექტის სახელწოდება: მოსახლეობის აღწერა
2. პროექტის მთავარი იდეა: მარტივი მათემატიკური გამოთვლების ცხოვრებისეულ პრაქტიკაში გამოყენება. მოსწავლეთათვის მათი მნიშვნელობის გააზრება, რომ ბუნებაში ყველაფერი უბრალო ციფრებით და გამოთვლებით შეიძლება გამოისახოს. მონაცემების ცხრილებისა და დიაგრამებით გამოსახვის ტექნიკის ათვისება მოსწავლეების მიერ კომპიუტერის გამოყენებით
3.პროექტის აქტუალობა: აქტუალურია იმდენად რამდენადაც აუცილებელია მოსწავლეებმა გაითავისონ, რომ მათემატიკა არა ცალკე განყენებული ციფრების უაზრო კორიანტელია არამედ იგი მჭიდროდ არის დაკავშირებული ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებასთან . მოსწავლეები გაუზიარებენ თავის აზრებს და ნაშრომებს სხვებს რათა მათაც შეიყვარონ მათემატიკა.ასევე მნიშვნელოვანია ცხრილების და დიაგრამების აგება კომპიუტერში რაც თანამედროვე ცხოვრების განუყრელი ნაწილია.
4. პროექტის მიზნები: განუვითარდეთ მოსწავლეებს კვლევა ძიების უნარი. დაეუფლონ მარტივი მათემატიკური გამოთვლების ტექნიკას და ინფორმაციის დახარისხებას და გამოსახვას ცხრილებისა და დიაგრამების სახით.
5. მონაწილეთა ასაკი: VI კლასი
6. განხორციელების ვადები: 4-5 დღე
7.მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას:პრეზენტაცია ,ჩანაწერები სტატისტიკის ამსახველი დიაგრამები.
8.პროექტისათვი საჭირო ძირითადი რესურსი :კომპიუტერი,ინტერნეტი.
9.პროეტის მსვლელობა:
მოსწავლეები იყოფიან ჯგუფებად, გადიან თავის სოფელში და აწარმოებენ გამოკითხვებს თუ რამდენი მაცხოვრებელია სოფელში; აქედან რამდენია ქალი და რამდენი მამაკაცი. შემდეგ ამ ორ კატეგორიას კიდევ ქვეკატეგორიებად ახარისხებენ მაგალითად: მამაკაცებს შორის რამდენია 18 წლამდის, 18დან 40 წლამდის და 40იდან ზემოთ.იგივეს აკეთებენ ქალებზეც. შემდეგ მონაცემებს სვამენ ცხრილებში და გამოსახავენ სვეტობრივი დიაგრამის სახით.ამის მერე ბავშვები აწარმოებენ პროცენტულ გამოთვლებს მაგალითად: მოსახლეობის რამდენი პროცენტია ქალი/კაცი. ქალების რამდენი პროცენტია 18 წლის/18-40 წლის/40-ზევით.ასევე მოხდება მამაკაცებზეც. მოსწავლეები აკეთებენ პატარა პრეზენტაციას და წარადგენენ; უზიარებენ შთაბეჭდილებებს თანატოლებს.
მაგალითისთვის ვთქვათ სოფელში არის 300 აქედან 190 მამაკაცი და110 ქალი;
მამაკაცებიდან 60 18წლისაა 65 18-40წლის და 65 40წელს ზემოთ
ქალებიდან 40 18წლისაა 30 18-40წლის ხოლო 40 40ზემოთ
ეს მონაცემები მოსწავლეებმა ცხრილების და სვეტების სახით შეიძლება ასე გამოსახონ
ასაკი
|
ყველა ასაკის
|
18 წლამდის
|
18-40 წელი
|
40 და ზემოთ
|
ქალები
|
110
|
40
|
30
|
40
|
მამაკაცები
|
190
|
60
|
65
|
65
|
სულ
|
300
|
100
|
95
|
105
|
ამ მონაცემების საფუძველზე დიაგრამას შეიძლება მიეცეს ასეთი სახე
მოსალოდნელი შედეგები: მოსწავლეები დაეუფლებიან მარტივ გამოთვლით ტექნიკას და მის გამოყენებას პრაქტიკაში; ისწავლიან მომნაცემების ცხრილებისა და დიაგრამებით გამოსახვას; კომპიუტერის გამოყენებას; გაუზიარებენ შთაბეჭდილებას თანატოლებს.
10.საგნებთან /საგნობრივ ჯგუფებთან /ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი.
11.პროექტის ხელმძღვანელი: ქეთინო რაზმაძე
12.ხელმძღვანელის ელ. ფოსტა:k.razmadze28@gmail.com
13.პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი:qetino-ict2,blogspot.com
0
Wednesday, March 8, 2017
Subscribe to:
Posts (Atom)